კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, 7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, გაიმართა ქართველი ექსპერტის, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის მთავარი ინსტრუქტორის - თორნიკე გაჩეჩილაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული მტკიცებულებების მოპოვების სტანდარტები ეროვნულ და საერთაშორისო საგამოძიებო პრაქტიკაში“.
საჯარო ლექცია მოიცავსდა შემდეგ საკითხებს:
- 1. ანონიმურობის ტექნოლოგიები და „ბნელი ქსელი“:
- Dark Web: ბნელი ქსელის არსი, Tor Browser და ანონიმური კომუნიკაცია.
- ჩაშენებული არალეგალური მარკეტები და მათი მუშაობის პრინციპი.
- კრიპტოვალუტა: დეცენტრალიზაცია, ტრანზაქციების ანონიმურობა და მათი როლი დანაშაულის დაფინანსებაში.
- საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული გამოწვევები ევროპასა და აშშ-ში:
- ბუდაპეშტის კონვენცია: საქართველოს როლი და აღებული ვალდებულებები (2012 წლიდან).
- საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები: 24/7 ოპერატიული ქსელი და სამართლებრივი ურთიერთდახმარება (MLA).
- ინტერპოლის ჩართულობა ტრანსსასაზღვრო გამოძიების პროცესში.
- საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიმოხილვა: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და მონაცემთა ხელყოფა (მუხლები 284-286).
- საქართველოში გავრცელებული კიბერ-შეტევების ტიპები: ფიშინგი (Phishing), ქარდინგი (Carding) და DDoS შეტევები.
- გამოძიების მეთოდიკა და ციფრული ექსპერტიზა:
- ციფრული მტკიცებულებები: იდენტიფიცირება, მოპოვება და ფიქსაცია (FTK Imager და სხვა ინსტრუმენტები).
- კრიპტო-გამოძიება: ბლოკჩეინ-ტრანზაქციების მონიტორინგი და საფულეების იდენტიფიცირება.
- მტკიცებულების უწყვეტობის ჯაჭვის (Chain of Custody) მნიშვნელობა სასამართლო პროცესში.
შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.
