21 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - “What Japan Can Teach Us About Building Startups”.
საჯარო ლექციის მოწვეული სპიკერი იყო ბუნჰო კოჰი (Boonho Koh) - იაპონური კომპანია Tsucrea Co. Ltd-ის ინკუბაციის მენეჯერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ინოვაციების, მეწარმეობისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით.
ლექციის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
▪️ იაპონიის გამოცდილებასა და ინოვაციურ ეკოსისტემაზე;
▪️ მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნაზე;
▪️ Kaizen-ის პრინციპსა და მუდმივი გაუმჯობესების მნიშვნელობაზე;
▪️ ხარისხის, ნდობისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე;;
▪️ ადრეული ეტაპიდან გლობალური ხედვის განვითარებასა და საერთაშორისო შესაძლებლობების გათვალისწინებაზე.
ლექციის ფარგლებში, სპიკერმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ, რისი სწავლა შეუძლია იაპონიას კავკასიის სამეწარმეო გამოცდილებისგან. საუბარი შეეხო რეგიონის ისეთ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, როგორებიცაა სწრაფი ადაპტაცია, მოქნილობა, ექსპერიმენტებისადმი მზაობა, გლობალური აზროვნება და განსხვავებულ კულტურებთან ეფექტურად თანამშრომლობა.
