7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „პაპილომა ვირუსი და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში“.
ლექციას წარუძღვა გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ეკა კვირველია.
შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს თუ რა არის პაპილომა ვირუსი.
ადამიანის პაპილომა ვირუსი მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა სახეობის კიბოს გამომწვევია, მაგ: საშვილოსნოს ყელის, ორიფარინგეალური, პერიანალური, ასოს თავის, თავის და ა.შ. ვირუსი სექსუალური და კანით-კანთან მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.
საქართველოში საპრევენციო ვაქცინაცია (ქალებში 10-45, კაცებში 10-26) უფასოა. პრევენციის დამატებითი საშუალებაა ეროვნული სკრინინგ პროგრამა, რომელიც მოიცავს პაპ-ტესტს და საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევებს.
ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა პირველი კიბოს ვაქცინაა მსოფლიოში, რადგან ანტივაქსერული ანტისამეცნიერო კამპანია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძლავრია, ექიმებს/მეცნიერებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ავამაღლოთ ცნობიერება პაპილომა ვირუსით გამოწვეული კიბოს სახეობების და მისი პრევენციის გზების შესახებ.