საჯარო ლექცია - „პაპილომა ვირუსი და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში“

7 მაისი 2024

7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე  „პაპილომა ვირუსი და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში“.

 

ლექციას წარუძღვა გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ეკა კვირველია. 

 

შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს თუ რა არის პაპილომა ვირუსი.

 

ადამიანის პაპილომა ვირუსი მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა სახეობის კიბოს გამომწვევია, მაგ: საშვილოსნოს ყელის, ორიფარინგეალური, პერიანალური, ასოს თავის, თავის და ა.შ. ვირუსი სექსუალური და კანით-კანთან მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.

 

საქართველოში საპრევენციო ვაქცინაცია (ქალებში 10-45, კაცებში 10-26) უფასოა. პრევენციის დამატებითი საშუალებაა ეროვნული სკრინინგ პროგრამა, რომელიც მოიცავს პაპ-ტესტს და საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევებს.

 

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა პირველი კიბოს ვაქცინაა მსოფლიოში, რადგან ანტივაქსერული ანტისამეცნიერო კამპანია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძლავრია, ექიმებს/მეცნიერებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ავამაღლოთ ცნობიერება პაპილომა ვირუსით გამოწვეული კიბოს სახეობების და მისი პრევენციის გზების შესახებ.