საჯარო შეხვედრა: „სტარტაპის წარმატების საფუძვლები: სამართლებრივი და კომუნიკაციური სტრატეგიები“ - სალომე ჯოჯუა

17 ივნისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, CU ში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „სტარტაპის წარმატების საფუძვლები: სამართლებრივი და კომუნიკაციური სტრატეგიები“, რომელსაც უძღვებოდა ბიზნეს სამართლის ექსპერტი, 4S-ის დამფუძნებელ პარტნიორი - სალომე ჯოჯუა.

 

სალომეს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნეს სამართლის სფეროში, ასევე გახლავთ სერტიფიცირებული მედიატორი (Edwards Mediation Academy, International Mediation Campus) და ფლობს Harvard Business School Online-ის Negotiation Mastery სერტიფიკატს. 

 

შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სტარტაპის სამართლებრივი და კომუნიკაციური სტრატეგიების შესახებ, დეტალურად გაეცნენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების პროცესში აუცილებელ სამართლებრივ და კომუნიკაციურ ასპექტებს. შეხვედრის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა იმ პრაქტიკულ გაკვეთილებსა და გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ტექნოლოგიური იდეების რეალურ ბიზნესად გარდაქმნის პროცესს. 

 

განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:

 

  • სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპის სწორ და ეფექტურ ოპერირებას.
  • პარტნიორობის ხელშეკრულებების მომზადების ძირითადი პრინციპები.
  • ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და მოლაპარაკებების მართვის ტექნიკები, რომლებიც დაეხმარება დამწყებ სტარტაპებს წარმატების მიღწევაში.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ ფორმატში, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.