29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის მოწვეულმა ლექტორმა, ტურიზმის დოქტორანტმა, ლალი ოქროშიძემ, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე, ,,საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ზოგიერთი ასპექტი“.
ლექციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- კონკურენტუნარიანობა და მისი მნიშვნელობა;
- კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები;
- საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის მხრივ რეგიონში და მსოფლიოში;
- ფაქტორები, რომელთა გაუმჯობესებაც საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
ლალი კავკასიის ტურიზმის სკოლის ლექტორია 2022 წლიდან. მას აქვს მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.
აღნიშნულ ღონისძებას ესწრებოდა ტურიზმის სკოლის ადმინისტრაცია, პროფესორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.