20 მაისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - "მარიუპოლი, უკრაინა: ომი და მშვიდობა".
ლექციას წაიკითხა მარიუპოლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა, ეთნოლოგმა, ეთნოპოლიტოლოგმა ირინა პანამარიოვამ.
ლექციაზე განხილული იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ის რეალობა, რომელიც სპიკერმა საკუთარ თავზე გამოცადა, რადგან 46 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სარდაფში, ფრონტის ხაზთან ახლოს. ღონისძიება წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო იმ რეალობის შესახებ, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
შეხვედრის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, სიტყვით მიმართა აუდიტორიას. მან მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ირინა პანამარიოვას და სრულიად უკრაინას.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.