89-ე სკოლის მოსწავლეების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

18 ოქტომბერი 2024

18 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს, ქალაქ თბილისის N89-ე საჯარო სკოლის, მე-10 მე-11 კლასის მოსწავლეები და მათი წარმომადგენლები, მიმოზა ტყებუჩავა და ეკატერინე ხოხობაშვილი ესტუმრნენ.

 

მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

მოსწავლეები ასევე შეხვდნენ სკოლის დეკანებს, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.