კომპანია PwC-ის შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

11 მარტი 2025

დიდი ოთხეულის კვირეულის ფორმატში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აუდიტორული კომპანია PwC.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კომპანიაში  სტაჟირების გასავლელად და შემდგომში დასასაქმებლად საჭირო ინფორმაცია.

 

პრეზენტაციას უძღვებოდნენ: კომპანიის ადამიანური რესურსების საკითხების მართვის ხელმძღვანელი, მარკეტინგის ხელმძღვანელი, აუდიტორული განყოფილების უფროსი მენეჯერი და აუდიტორული განყოფილების უმცროსი კონსულტანტები.

 

შეგახსენებთ, რომ PwC Georgia ერთ-ერთი წამყვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.