„უნივერსიტეტის პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ (IAUP) 2022 წლის რეგიონული შეხვედრა კოლუმბიაში

30 სექტემბერი 2022

29 სექტემბერს, კოლუმბიაში, ქალაქ ბუკარამანგაში, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) 2022 წლის რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელიც პირველად ტარდება არადისტანციურ რეჟიმში. შეხვედრის მთავარი თემა იყო: “Recovery and Transformation: New Challenges for Higher Education Leaders”. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ შეხვედრას ბუკარამანგას უნივერსიტეტმა (Universidad Autónoma de Bucaramanga (UNAB)) უმასპინძლა.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა IAUP დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

სესიების განმავლობაში, უმაღლესი განათლების სფეროს ლიდერები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან განიხილავდნენ საერთაშორისო დონეზე არსებულ აქტუალურ თემებს, რომლებიც შემდგომში ლიდერებს ხელს უწყობს სამომავლო გეგმებისა და ხედვების განვითარებასა და შესრულებაში.

 

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური სესიები სფეროს ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებზე. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია რიგით მესამე პანელურ სესიას წარუძღვა თემით - როგორ უნდა გაიგონ და წარმართონ პრეზიდენტებმა ციფრული ტრანსფორმაცია: გადაწყვეტილებები, ეტაპები და საუკეთესო პრაქტიკა. 

 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, მონაწილე მხარეებს საშუალება ჰქონდათ, რომ არაფორმალურ გარემოში გაეგრძელებინათ შეხვედრა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 IAUP რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, 28 სექტემბერს, ასევე “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

2022 წელს კოლუმბიის ქალაქი ბუკარამანგა აღნიშნავს დაარსების 400 წლის, ხოლო ბუკარამანგას უნივერსიტეტი (Universidad Autónoma de Bucaramanga (UNAB)) 70 წლის იუბილეს.