Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც 25 უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალი ერთი წლის განმავლობაში ისწავლის საქართველოში და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს.
პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. უკრაინელი გოგონები შემოდგომიდან ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტურიზმის პროგრამაზე, ასევე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ საქართველოს მოქმედ უნივერსიტეტებში, ინტეგრირდნენ საქართველოს სტარტაპ კომუნაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარონ.
28 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია დაესწრო კონფერენციას, რომელიც თიბისი კონცეპტის სივრცეში პროექტის პარტნიორი კომპანიებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა გამართეს და საზოგადოებას ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ინიციატივის ირგვლიც გაერთიანდა ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, თიბისი, Startup Connect, USAID-ის ეკონომიკური მდგრადობის პროექტი უკრაინაში (USAID Economic Resilience Activity in Ukraine), ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი U.S. Market Access Center (USMAC), აჭარა ჯგუფი, გაზელ ფაინენს ჯორჯია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში.
პროექტის „Safe Haven“ მხარდასაჭერად შეიქმნა თიბისის საქველმოქმედო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დონაცია განახორციელოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე
„Safe Haven“-ის საქველმოქმედო ანგარიშის ნომრები:
ლარის ანგარიშის ნომერი: GE73TB7318736080100014 მიმღები:ააიპ თიბისელები
დოლარის ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI
ევროს ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI