საჯარო შეხვედრა თემაზე - მიზნის როლი წარმატების მიღწევაში

22 ოქტომბერი 2024
21 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო შეხვედრა კურსდამთავრებულთათვის თემაზე: "მიზნის როლი წარმატების მიღწევაში".
 
ლექციას წარუძღვა  CU-ის კურსდამთავრებული, ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) სპეციალისტი და პიროვნული განვითარების ტრენერი თინათინ უგულავა.
 
შეხვედრაზე საუბარი შედგა პიროვნულ განვითარებაზე, მიზნებზე, მათ მნიშვნელობასა და სწორად ფორმირებაზე. ბარიერებზე, რაც გვაფერხებს მიზნების მიღწევაში და იმაზე, თუ როგორ გადავლახოთ ისინი.
 
შეხვედრის დასასრულს,  მსმენელს საშუალება ჰქონდა შეესრულებინა პრაქტიკული სავარჯიშო საკუთარ მიზნებთან მიმართებაში.