30 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საკრამენტოს აუდიტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების საჯარო ლექცია გაიმართა. უფროსმა აუდიტორმა ჯორდან სვინიმ და ასისტენტ-აუდიტორმა ლინ ბიშოუმ სტუდენტებს აუდიტის, თავიანთი საქმიანობისა და საკრამენტოს აუდიტის საქალაქო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კალიფორნიაში მიმდინარეობდა, სადაც საკრამენტოს აუდიტის საქალაქო სამსახურის ოფისში ქართული მხარე ეცნობოდა ოფისის საქმიანობის ეფექტიანობას აღნიშნული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა გენდერული და ეთნიკური აუდიტის სფეროებზეც.
პროექტის ფარგლებში ოფისის წარმომადგენლები ზოგადი გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ სპიკერებისთვის კითხვები დაესვათ.