CU-ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა - სალომე ზურაბიშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიურმა მენეჯერმა - ქეთევან ბოჭორიშვილმა, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერმა და პროგრამის ფასილიტატორმა - გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერმა - სესილი ვერძაძემ.
დახურვის ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციებმა - Betterfly, Combined Ratio Solutions, EY Georgia, Kudos, MFO Georgian Credit, Gazelle Finance, International Corporation ICR and TBC Bank, ფინალური პრეზენტაციები წარმოადგინეს.
პროგრამის ფარგლებში 4 ბანაკი გაიმართა, სადაც ფასილიტატორმა მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, მათ მნიშვნელობა და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზები გააცნო.
ბანაკების პარალელურად, მიმდინარეობდა მენტორინგის ინტენსიური სესიები, რომელთა განმავლობაშიც მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული უკუკავშირი გამოცდილი მენტორებისგან და არსებული იდეები ისეთ სამუშაო პროექტებად განევითარებინათ, რომლებსაც საკუთარ კომპანიებში დანერგავდნენ. მენტორინგის სესიებს უძღვებოდნენ ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ირაკლი სვანიძე, Awork-ის CEO - გიორგი რაზმაძე, Awork-ის COO - გიორგი მუმლაძე, სტარტაპ Herio-ს თანადამფუძნებელი და CEO - ლევან ასანიძე.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა მესამედ ტარდება საქართველოში. SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმებისა და შვედეთის დაფინანსებით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.