9 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, თბილისში მცხოვრები ირანელებითვის ფსიქოლოგიური სემინარი ჩატარდა. სემინარის მიზანი იყო საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ფსიქოლოგიური მეთოდებით, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა.
ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ესწრებოდენ ირანის საელჩოს კულტურის ატაშე, ჰამიდ მოსთაფავი, ირანელი სტუდენტები და ოჯახები.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში უამრავი ირანელი სტუდენტი სწავლობს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში.
სემინარი სპარსულ ენაზე ჩატარდა.