სემინარი - „ციფრული ტრანსფორმაცია ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვში“

7 მაისი 2022

 

7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სემინარი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისა და აპლიკანტებისთვის, თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვში“.

 

ღონისძიება ჩაატარეს: TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის სატრანსპორტო ლოგისტიკის პროფესორმა და დოქტორმა - ჰერბერტ ზონთაგი, TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა - მაიკლ მიულერმა, TH Wildau-ის უნივერსიტეტის პროფესორმა და დოქტორმა - მაიკლ დიუკმა და TH Wildau-ის უნივერსიტეტის დოქტორმა - ანდრეას დუდლიკმა და ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარემ - გიორგი დობორჯგინიძემ.

 

სემინარზე განხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მთავარი თემის ირგვლივ არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა და შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს.

 

ღონისძიება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რამაც მონაწილეებს მისცა საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ასევე, შეხვდნენ TH Wildau-ის პროფესორებს და უშუალოდ მათგან მიიღეს ინფორმაცია როგორც პროგრამის, ისე ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში კარიერული პერსპექტივების შესახებ.

 

სემინარი ჩატარდა TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს