19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში “ლიბრარეა“ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სოციალური მედია, როგორც პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი".
შეხვედრას უძღვებოდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და დეზინფორმაციის მკვლევარი ნინი გვილია.
პრეზენტაციაზე მიმოხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ იყენებენ სოციალურ მედიას საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მათ შორის საარჩევნო კამპანიებისას; სოციალურ ქსელებში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიდასავლური გზავნილები; რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ოპერაციები საქართველოში.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.