ესპანეთის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტში

26 სექტემბერი 2024

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ესპანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარკოს გრანადოს გომესი და სერვანტესის ინსტიტუტის დირექტორი, ფერნანდო ვერა დე რეი ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილესთან, ანი თავართქილაძესთან და ამალია მხითარიანთან, ესპანური ენის კათედრის ხელმძღვანელთან.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, არსებულ თანამშრომლობას ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და დაგეგმილ სამომავლო პროექტებს.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და სერვანტესის ინსტიტუტს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის დაწყებული პროცესები, რაც სამომავლოდ ცენტრისა და ენის შესწავლის პოპულარიზაციის შესაძლებლობას შექმნის სტუდენტებისათვის.