კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, CU კამპუსში, სტარტაპ გრაინდ თბილისის ღონისძიება გაიმართა თემაზე - სტარტაპის გზა - ახალი ბაზრები, ზრდა, ცვლილებები და სიცოცხლის შენარჩუნება.
შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ "ფაბერის" დამფუძნებლები - ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარ ისტორია და სტარტაპის სხვა ქვეყნებში განვითარების გეგმა გაუზიარეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სტარტაპებს ფლობენ ან გეგმავენ სამომავლოდ ბიზნეს იდეების განვითარებას. ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, სტარტაპის შექმნა თავისთავად მოიაზრებს საერთაშორისო მასშტაბებზე ფოკუსირებას. სპიკერებმა კი სწორედ ამ თემის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ბანკის, კავკასიის უნივერსიტეტის, მედიალაბისა და მეღვინეობა ჩელთის მხარდაჭერით.