კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) შედეგები ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, გამოქვეყნდა ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „ენა და კულტურა“ 26-ე ნომერში. სტატიის „ევროკავშირის, ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხი ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში - კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ მაგალითზე” - ავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები და პროექტის ექსპერტები გურანდა ჭელიძე, ეკატერინე ქარდავა და ზურაბ ბრაგვაძე - იხილეთ ბმულზე
სტატია „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) შესახებ
4 დეკემბერი 2021