სასწავლო კომპლექს "მხითარ სებასტაცის" მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

28 მარტი 2025

27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუმრად იმყოფებოდნენ სომხეთის სასწავლო კომპლექს "მხითარ სებასტაცის" მოსწავლეები და მასწავლებლები.

 

ისინი გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, დაათვალიერეს კამპუსი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე სასწავლო კომპლექსის მეათე კლასის მოსწავლემ წარადგინა პრეზენტაცია "მხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსი".

 

ისაუბრა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის, პერსონალური პროექტების განხორციელებისა და ქართული ენის სწავლების შესახებ. მოსწავლეები ასევე გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობებს.