დებატები სტუდენტებისთვის

20 ივნისი 2022

16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში  სტუდენტებისთვის დებატები გაიმართა.

 

თავდაპირველად სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი კრიტიკულ აზროვნებასა და დებატების მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებაში.

 

იდეის ინიციატორები იყვნენ:

 

დავით ესათია - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოში.

 

მარიამ შარაშიძე - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის მე-3 კურსის სტუდენტი.

 

პროექტი ხორციელდება UNDP Georgia-ს მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით (კამპანია ,,გადადგი ნაბიჯი თანასწორობისთვის"), რომელიც ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნებისა და გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხების (გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სხვა) კვლევითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.