16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის დებატები გაიმართა.
თავდაპირველად სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი კრიტიკულ აზროვნებასა და დებატების მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებაში.
იდეის ინიციატორები იყვნენ:
დავით ესათია - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოში.
მარიამ შარაშიძე - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის მე-3 კურსის სტუდენტი.
პროექტი ხორციელდება UNDP Georgia-ს მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით (კამპანია ,,გადადგი ნაბიჯი თანასწორობისთვის"), რომელიც ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნებისა და გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხების (გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სხვა) კვლევითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.