კავკასიის განათლების სკოლის სტუდენტები ამონაშვილის აკადემიას ესტუმრნენ

16 დეკემბერი 2025

14 დეკემბერს, პედაგოგიკის სტუდენტები ამონაშვილის აკადემიას ესტუმრნენ კახეთში, “მზიანეთში”.

 

სტუდენტებს ლექცია ჩაუტარეს ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა ბატონმა შალვა ამონაშვილმა და მისმა ვაჟმა, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა ბატონმა პაატა ამონაშვილმა.

 

ბატონმა შალვამ სტუტენტებს გააცნო ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპები, მოუყვა ისტორია, თუ როგორი გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე მისმა სკოლის პედაგოგმა და გაუზიარა მაგალითები, თუ რა ძალა აქვს თითოეულ მასწავლებელს ბავშვის განვითარებაზე. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრათ ბატონ შალვასთან. ბატონმა პაატამ აუხსნა, სტუტენდებს ჰუმანური პედაგოგიკის არსი, რომელიც მდგომარეობს ბავშვის მიმართ უპირობო სიყვარულში. სტუდენტებს “მზიანებთის” შექმნის ისტორიაზე უამბო ბატონი პაატა ამონაშვილის მეუღლემ, თამრიკო სხვიტარიძემ.

 

განათლების სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ამონაშვილის აკადემიას გულთბილი მასპინძლობისთვის და  დასამახსოვრებელი  ლექციისთვის, რომელიც ჩვენ სტუდენტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. 

 

მადლობა კავკასიის უნვიერსიტეტს, რომელმაც უზრუნველყო სტუდენტების ტრანსპორტირება კახეთში.