კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ირმა ხაჩიძემ მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია - „სამეცნიერო საქმიანობა უნივერსიტეტის ლექტორებისა და მეცნიერებისათვის“, რომლის ფარგლებში ირმა ხაჩიძე გერმანიაში, კილის უნივერსიტეტის შლეზვიგ-ჰოლშტაინის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმუშავებს პროექტზე - ”ნეირო/ბიომარკერების განსაზღვრა და ვალიდაცია ნეიროგანვითარების დარღვევებში (ADHD, ASD)“. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სტიპენდია ნეიროგანვითარების დარღვევბის მქონე პაციენტების თავის ტვინში მიმდინარე პროცესების შესწავლის/შეფასების და გერმანიაში მიღებული გამოცდილების საქართველოში გაზიარების საშუალებას იძლევა.
პროფესორი ირმა ხაჩიძე 10 წელზე მეტია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ამჟამად არის კავკასიის უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ფსიქოლოგიის პროგრამაზე ასწავლის ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლებს ქართულ ენაზე, ხოლო ნეიროფიზიოლოგიას ინგლისურ ენაზე. ირმა ხაჩიძე საქართველოს ფსიქოფიზიოლოგთა კვლევების საზოგადოების დამფუძნებელია, 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელია.
კავკასიის უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ ქალბატონ ირმას მორიგ საერთაშორისო მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას.