საკვირაო სკოლა სტუდენტებისათვის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ ფარგლებში

28 მარტი 2025

ერასმუს+ ჟან მონე კათედრაზე  „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (Jean Monnet Chair:101175522 — EU-PPS) 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მუშაობა დაიწყო საკვირაო სკოლამ „თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია“. 

 

2025 წლის 26 მარტს ჩატარდა პირველი საკვირაო სკოლა სტუდენტებისათვის. საკვირაო სკოლას უძღვებოდა კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე, რომელმაც მიმოიხილა საკითხები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის გაფართოების სპეციფიკის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და საერთშორისო პროცესებზე მისი გავლენის შესახებ; იგი შეეხო  ევროკავშირის გაფართოების 2023 და 2024 პაკეტებს, დღეს საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ ცალკეული შემთხვევები, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

 

საკვირაო სკოლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 25 სტუდენტმა.