20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ლექცია–სემინარი: ,,ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების 2016 წლის ექსპედიციების სიახლეები’’.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ ხუციშვილმა საზოგადოებას წარუდგინა 2016 წელს ისტორიულ ტაოში ახლად გამოვლენილი ძეგლები, აქვე წარმოდგენილი იყო ფოტო და ვიდეო მასალა.
პროექტი: ,,თურქეთში მდებარე ქათული ისტორიული მხარეების კოლა-არტანისა და ტაო-კლარჯეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ 2014 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მესამე წელია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ხორციელდება სამეცნიერო ექსპედიციები, ამ პერიოდში ათობით უცნობი ძეგლი გამოვლინდა:
- 2014 წელი - კოლა-არტაანი - 156 კულტურის ძეგლი
- გადამოწმდა 314 სოფელი
- 2015 წელი - კლარჯეთი - 108 კულტურის ძეგლი
- გადამოწმდა 283 სოფელი
- 2016 წელი - ტაო - 150 კულტურის ძეგლი
ექსპედიციები ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო 2016 წლის ბოლოს, პროექტის დასასრულს გამოიცემა ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების სამტომეული.
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’, ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’.