25 თებერვალს, თიბისიმ, საგნობრივი და საინვესტიციო პროექტების შეფასების საფუძველზე, გამოავლინა პროგრამის "თიბისი კემპი" გამარჯვებულები, მარიამ გამხუაშვილი და ლია ჩხიროძე, რომელთაც თიბისი ბანკისაგან სპეციალური ჯილდო - თიბისის 100 აქცია გადაეცათ.
თიბისის სტუდენტური პროგრამა “თიბისი კემპი” კავკასიის ბიზნესის სკოლაში განხორციელდა და მეოთხე კურსელი ფინანსების მიმართულების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდა. სტუდენტებმა, პროგრამის ფარგლებში, მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპი გაიარეს.
პირველ ეტაპზე, ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრნენ, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდებოდა. ასევე გაიარეს კონსულტაციები თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა ჟიურის წინაშე წარადგინეს საბოლოო საინვესტიციო პროექტი.
პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობა იყო.