7-8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა მე-10 წლიური საერთაშორისო კონფერენცია "ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები: ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიაში ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციული პოტენციალისა და მისი გავლენის შესწავლა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. ქართველ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს სხვადასხვა აკადემიური და ინდუსტრიის სფეროს წარმომადგენელმა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და გაციფრულებისა და მდგრადი განვითარების კავშირზე არსებულ სამეცნიერო დისკუსიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
კონფერენციაზე განხილული თემები მოიცავდა გაციფრულების პროცესის გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას განათლების, მმართველობის, ტექნოლოგიის, ეკონომიკის, ბიზნესის, მედიის, არქიტექტურის, სამართლის სფეროში და მათ პოტენციურ გავლენას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესზე.
კონფერენციაზე დაყოფილი იყო ექვს სამუშაო სესიად მოხსენებების თემატიკის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკადემიისა და ინდუსტრიის სფეროს 30 - ზე მეტმა წარმომადგენელმა.
