9 აპრილს, ESC კლერმონტის ბიზნესის სკოლამ დისტანციურად უმასპინძლა საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების ქსელის მე-8 კვლევით სემინარს, რომლის მთავარი თემაც იყო - „მდგრადი ორგანიზაციების მართვა პლანეტარულ საზღვრებში“.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ბიზნესის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა ვახტანგ ფარცვანიამ წარადგინა პრეზენტაცია - „როგორ უწყობს კორპორაციული კულტურა ხელს დეკარბონიზაციას ტრანსპორტის სექტორში: Scania-ის სიტუაციის შესწავლა“. დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კორპორაციულ კულტურას ტრანსპორტის სექტორში მოქმედ მრავალეროვნულ კორპორაციებს უბიძგოს დეკარბონიზაციის მცდელობებისკენ.
სემინარი მიზნად ისახავდა არსებული კვლევების ხარვეზების აღმოფხვრას პლანეტარული საზღვრებში მდგრადი მენეჯმენტის გასაგებად ინტერდისციპლინარული მიდგომების ადვოკატირებით.
სემინარს ესწრებოდნენ NIBES-ის წევრები, მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სკოლების პროფესორები. კავკასიის უნივერსიტეტი NIBES გლობალური ქსელის წევრი 2007 წლიდან არის და აქტიურად მონაწილეობს ერთობლივ ინიციატივებში, როგორიცაა სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევები, სტაჟირება და სხვა ინოვაციური პროექტები.