კავკასიის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ ჭადრაკის პირველ გუნდურ ჩემპიონატში უნივერსიტეტებს შორის.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა, ზურა ქევანიშვილმა, მესამე დაფაზე მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა:
- დავით გოცირიძე - სახელმწიფო მართვის სკოლა
- ზურა გამრეკელაშვილი - ტექნოლოგიების სკოლა
- ზურა ქევანიშვილი - ტექნოლოგიების სკოლა
- ნოდარ თათოშილი - ბიზნესის სკოლა
ტურნირი გაიმართა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონატის მიზანია უნივერსიტეტებში ჭადრაკის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.