პროექტ „წიგნის თარგმნის პროგრამა 2023“ საწყისი შეხვედრა გაიმართა

31 ოქტომბერი 2023

30 ოქტომბერს, წიგნის თარგმნის პროგრამა 2023-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საწყისი (kick-off) შეხვედრა გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს ჯონ მაკკომარკის წიგნის „ევროკავშირის პოლიტიკა“ თარგმნასა და გამოცემას ქართულ ენაზე.  

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, პროექტის კოორდინატორი ხათუნა ბასილაშვილი, რეესტრისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი მაკა ციბაძე, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტი დალი კორძაია.

 

აღნიშნული შეხვედრის დროს პროექტის კოორდინატორმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა პროექტის მიზნები, სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ვადები, ასევე შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს წიგნის თარგმნისა და გამოცემის პროცესის დეტალები.

 

პროექტის ძირითადი მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის უახლეს კვლევებსა და  სახელმძღვანელოებზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.