კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალმა PRODIGE ტრენინგში მიიღო მონაწილეობა – გეიმიფიკაცია და ინტერაქტიული სწავლება, როგორც ციფრული სწავლების ინოვაციური მიდგომები

25 ნოემბერი 2025

6–24 ოქტომბერს, ევროკავშირის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი ტრენინგ ციკლი კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.

 

სასწავლო კურსი „T3.2 – სწავლების პედაგოგიური ინოვაცია და ციფრული განათლების კურსის დიზაინი“ ჩატარდა კოლეგების მიერ Haute Ecole de Namur–Liège–Luxembourg (HENALLUX)-იდან და მიზნად ისახავდა ციფრული კურსის თანამედროვე დიზაინისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გააზრებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან ტრენინგს ესწრებოდნენ 4 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი: სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი -  პროფესორი დავით წიკლაური, კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტი და ასისტენტ პროფესორი - ფრედ კატონგოლე კასირიე, მოწვეული ლექტორი - ნინო თიგიშვილი და საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერი - მარიამ ოშხერელი. შედეგად კი, მონაწილეებმა გაიცნეს სწავლების გეიმიფიკაციისა და ინტერაქციული სწავლების დიზაინის მიდგომები. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ ციფრულ ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა Genially, Mentimeter, Padlet და Kahoot, რითაც მათ შესაძლებლობა მიეცათ გამოეცადათ ახალი გზები სტუდენტური მოტივაციის, კრეატიულობისა და აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად.

 

ტრენინგმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია გეიმიფიცირებულ და ინტერაქციულ მეთოდოლოგიებს გააძლიეროს სტუდენტების მოტივაცია, გააძლიეროს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ციფრული სწავლების უფრო ღრმა გაგებას.

 

ეს სესია წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს PRODIGE-ის ფარგლებში საქართველოში ციფრული პედაგოგიკის გაძლიერების მიმართულებით. პროექტის მომავალი აქტივობები კვლავ იქნება ფოკუსირებული პროფესიული განვითარების, საპილოტე ინიციატივებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე, რათა ხელი შეეწყოს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვას.