ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (101084764 — EU-LP-GE) შემუშავდა და გამოქვეყნდა სახელმძღვანელო ლექტორებისათვის „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“. სახელმძღვანელოს ავტორები არიან ჟან მონეს პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.
სახელმძღვანელოს პოპულარიზების, ამავდროულად, ლექტორთა და პროფესიული საზოგადოების ცოდნის ამაღლების მიზნით, ჟან მონეს მოდულის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“.
ტრენინგის შესახებ წინასწარი რეგისტრაცია და ანონსი გავრცლდა. მოთხოვნა იყო დიდი, ამდენად, გადაწყდა, რომ ტრენინგი ჩატარდეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
ტრენინგი ჩატარდა 2024 წლის 24 ოქტომბერსა და 31 ოქტომბერს. პროექტის თანახმად ტრენინგის მონაწილე სულ უნდა ყოფილიყო 19 პირი, თუმცა საბოლოოდ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 63 პირმა.
2024 წლის 24 ოქტომბერს, ტრენინგი ჩატარდა ბილტმორი თბილისი სასტუმროში ორ სამიზნე ჯგუფთან - ლექტორები/აკადემიური პერსონალი და სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. 2024 წლის 31 ოქტომბერს, ტრენინგი ჩატარდა აფხაზეთის ა/რ-ის მე-2 საშუალო სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის (ეს არის დევნილი სკოლა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან).
ტრენინგის ფარგლებში მოხსენებები და პრეზენტაციები გააკეთეს ჟან მონეს მოდულის პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ. 24 ოქტომბერს, ტრენინგზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ერასმუს+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სულაშვილმა. 31 ოქტომბერს, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ა/რ-ის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორი ქრისტინა ავალიანი.
ტრენინგზე დარიგდა სახელმძღვანელო - როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპული სწავლების გაძლიერება სხვადასხვა საგანმანთლებლო პროგრამებსა და სასწავლო დისციპლინებში; რას უნდა მიაქციოს ყურადღება ლექტორმა, პედაგოგმა, სპეციალისტმა, პროფესიონალმა საკუთარი კურიკულუმის ფარგლებში ევროკავშირის სამართალთან შედარებითი სწავლების განვითარების მიზნით; სად უნდა ეძიოს ოფიციალური, ობიექტური, ისტორიული, ფაქტობრივი და დადასტურებული ინფორმაცია, რომელსაც დაეფუძნება ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის მიმართულებით.
სახელმძღვანელო უნიკალურია და სიახლეს წარმოადგენს ბევრი ასპექტით, მათ შორის, მასში ჩამოთვლილია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ყველა შეთანხმება (მთელი ისტორიაა) და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პროგრესის ანგარიშები 2007 წლიდან 2023 წლის ჩათვლით (ყოველწლიური).
24 ოქტომბერს ტრენინგს ესწრებოდა (ორ ჯგუფად) სულ 39 პირი. 31 ოქტომბერს ტრენინგს დაესწრო 24 პირი.
ტრენინგზე გაკეთდა პოსტ-ტესტი, სადაც მსმენელებმა შეაფასეს ტრენინგი, თემატიკა და ჟან მონეს პროფესორები.
ტრენინგზე, მონაწილეთა მხრიდან, გაჟღერებულ იქნა რეკომენდაციები და წინადადებები ევროკავშირის სწავლების შემდეგი სრულყოფისა და ახალი მიდგომების თობაზე.