უნიქორნის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

1 ნოემბერი 2024

1 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უნიქორნის უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯერომ დიუმცის უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს ითანამშრომლონ და განახორციელონ  სხვადასხვა ტიპის, გრძელვადიანი/ მოკლევადიანი, სასერტიფიკატო (maco credentials) პროგრამები.

 

ასევე შედგა შეთანხმება ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგებში დაფინანსების მოსაპოვებლად საერთო აპლიკაციის შემუშავებაზე, მათ შორის ერაზმუს+ ის BIP ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) ფარგლებში ერთობლივი პროექტის მომზადებაზე.

 

შეხვედრის მსვლელობისას ასევე განხილულ იქნა უნივერსიტეტებში მოქმედი პროგრამები, საერთაშორისო პროგრამები, საერთაშორისო აკრედიტაციები და მიღწევები.