1 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უნიქორნის უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯერომ დიუმცის უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს ითანამშრომლონ და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის, გრძელვადიანი/ მოკლევადიანი, სასერტიფიკატო (maco credentials) პროგრამები.
ასევე შედგა შეთანხმება ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგებში დაფინანსების მოსაპოვებლად საერთო აპლიკაციის შემუშავებაზე, მათ შორის ერაზმუს+ ის BIP ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) ფარგლებში ერთობლივი პროექტის მომზადებაზე.
შეხვედრის მსვლელობისას ასევე განხილულ იქნა უნივერსიტეტებში მოქმედი პროგრამები, საერთაშორისო პროგრამები, საერთაშორისო აკრედიტაციები და მიღწევები.