13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების უშუალო ჩართულობით განმავითარებელი შეფასების განხორციელება, რაც გულისხმობს ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვას, ხელშეწყობას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა კულტურის დამკვიდრებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს განმავითარებელი შეფასების პროცესის მხარდაჭერას პროექტის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.