ვებინარების სერია პლაგიატის პრევენციის მექანიზმების შესახებ

18 თებერვალი 2023

18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თათია ჩოკორაიამ ჩაატარა ვებინარი პლაგიატის პრევენციის მექანიზმების შესახებ.

 

მომხსენებელმა იმსჯელა შემდეგ საკითხებზე: პლაგიატის პრევენციის საუნივერსიტეტო პოლიტიკა, აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მნიშვნელობა, პლაგიატის არიდების პროგრამა „ტურნიტინის“ შედეგად გამოვლენილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

 

ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები. შეხვედრას ჰქონდა ინტერაქტიული ფორმატი და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

 

ვებინარი გაიმართა პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

 

თებერვლის თვე ეძღვნება პლაგიატის პრევენციის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისად აკადემიური წერის ცენტრი ატარებს ვებინარების სერიას  8 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.