პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 ივლისი 2026

6-10 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ISCTE ლისაბონის უნივერსიტეტის, პორტუგალია, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, სერხიო მოროს. 

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მხარეებმა განიხილეს და შეაჯამეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ISCTE ლისაბონის უნივერსიტეტს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის შედეგები, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. 

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი ნათია სულაბერიძე და სკოლის აფილირებული პროფესორი გიორგი დათუკიშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აკადემიური თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე. 

 

აღსანიშნავია უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.