სტუდენტების ჯგუფს ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. სტუდენტებთან ერთად პროგრამაში მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუმრად ჩამოსული ლექტორები იღებენ. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ლექციებს, ასევე ყველაზე წარმატებულ ქართულ კომპანიებში ვიზიტებსა და საქართველოს კულტურულ, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და ტურისტულ საკითხებში გათვიცნობიერებას. უცხოელი სტუდენტები უშუალოდ სხვადასხვა კომპანიების მენეჯერებისგან გაიგებენ, თუ როგორ კეთდება საქართველოში ბიზნესი, როგორ მუშაობენ ქართული კომპანიები გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიების მხრივ. საბოლოოდ, სტუდენტებმა უნდა შექმნან ადგილობრივი სტრატეგია და შეიმუშაონ მარკეტინგული მენეჯმენტი, რომელიც მოცემულ ეკონომიკურ სიტუაციასთან და რთულ ჯვარედინ კულტურულ გარემოსთან იქნება კომბინირებული.
{phocagallery view=category|categoryid=149|limitstart=0|limitcount=0}
{phocagallery view=category|categoryid=149|limitstart=0|limitcount=0}