ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი CST-ში

2 აპრილი 2012
ტარტუს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ჰაბერ ფლორესმა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების მიმართულებები გააცნო და საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმო სემინარს თემაზე: "Mobile Cloud Application Development".

სტუმარმა აუდიტორიას პრაქტიკული მაგალითის სახით აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი Cloud სერვერის გამოყენება „ანდროიდ აპლიკაციებში". სტუდენტებისთვის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები