ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი CST-ში

11 იანვარი

3 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტს ესტონელი სტუმრები ეწვივნენ. ტარტუს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ჰაბერ ფლორესმა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების მიმართულებები გააცნო და საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმო სემინარს თემაზე: "Mobile Cloud Application Development".

სტუმარმა აუდიტორიას პრაქტიკული მაგალითის სახით აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი Cloud სერვერის გამოყენება „ანდროიდ აპლიკაციებში". სტუდენტებისთვის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.