23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრის (USMAC) აღმასრულებელი დირექტორს ქრისტოფერ ბერის, Wave Edge Capital-ის მმართველ დირექტორს, Ensanté LLC-ს დამფუძნებელს და Georgian Women in Tech-ის თანათავმჯდომარეს გეილ ქრისტინ გენონს და EndeavorVR, Spatial Computing Consultants ხელმძღვანელს და Georgian Women in Tech-ის თანათავმჯდომარეს ემი პეკს უმასპინძლა.
სილიკონ ველიდან მოწვეული ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვაში და გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარებიან. ასევე, ხელს უწყობენ ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში.
მხარეებმა სილიკონ ველის აქსელერატორთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მეწარმეობის მიმართულებით საქართველოს ბაზრისთვის ახალი პროგრამების შეთავაზებაზე შეთანხმდნენ. პარტნიორები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდნეტებს საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების განვითარებასა და მათ კომერციალიზაციში დაეხმარებიან.
კახა შენგელიამ სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა.