ვორქშოფი კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებისთვის

28 ოქტომბერი 2022

24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის ორი ვორქშოფი გაიმართა - სეირნობა და დაკვირვებითი პრაქტიკა, კოლექტიური ხატვა.

 

სეირნობა და დაკვირვებითი პრაქტიკა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და მოიცვა მსვლელობა “ლისის ეზოებიდან” (უბანი) მშრალ ტბამდე. სიარულის განმავლობაში ჩატარდა მოკლე ლექციები ურბანული საზღვრების მნიშვნელობის შესახებ.

 

ლექცია არქიტექტურის სტუდენტებისთვის ჩაატარა არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში არქიტექტორმა და ურბანისტმა ირაკლი ჟვანიამ.

 

მეორე ვორქშოფი კოლექტიური ხატვა ქალაქის კიდეზე, საზღვრისპირა პეიზაჟები, გულისხმობდა პეიზაჟის, ინფრასტრუქტურისა და ურბანული გაფართოების კვეთის კვლევას. ჩატარდა კოლექტიური ხატვა, როგორც ადგილის დოკუმენტირებისა და კარტოგრაფიის ალტერნატიული პროცესი.

 

სემინარს წარუძღვნენ NOIA-ის დამფუძნებლები სალომე ქათამაძე და დუჩიო ფანტონი.