16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა’’-ში, გაიმართა ვორკშოპი „ჩაგრულთა თეატრის შესავალი“.
ტრენინგის ორგანიზატორია ა(ა)იპ სათემო განვითარების პლატფორმა (CDP), რომელიც ფსიქო-სოციალური სერვისების განმახორციელებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ შეხვედრაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ორგანიზაციაში სტაჟირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
ჩატარდა ექსპერიმენტული სემინარი,რომლის მეთოდი შექმნა ბრაზილიელმა რეჟისორმა, ფსიქოთერაპევტმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტმა - აუგუსტო ბოალმა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა,მოხდა რამდენიმე ტექნიკის დემონსტრირება, სადაც აღნიშნული მეთოდი გამოიყენეს, როგორც პიროვნების ტრანსფორმაციული მეთოდი. დამსწრე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები დღესდღეობით პოპულარულ ტრანსფორმაციულ ტრენინგებთან და მეთოდებთან დაკავშირებით.