ვორკშოპი „ჩაგრულთა თეატრის შესავალი“

16 მაისი 2023

16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა’’-ში,  გაიმართა ვორკშოპი „ჩაგრულთა თეატრის შესავალი“.

 

ტრენინგის ორგანიზატორია ა(ა)იპ სათემო განვითარების პლატფორმა (CDP), რომელიც ფსიქო-სოციალური სერვისების განმახორციელებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ შეხვედრაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ორგანიზაციაში სტაჟირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

 

ჩატარდა ექსპერიმენტული სემინარი,რომლის მეთოდი შექმნა ბრაზილიელმა რეჟისორმა, ფსიქოთერაპევტმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტმა - აუგუსტო ბოალმა. 

 

შეხვედრა  ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა,მოხდა  რამდენიმე   ტექნიკის  დემონსტრირება, სადაც აღნიშნული მეთოდი გამოიყენეს, როგორც პიროვნების ტრანსფორმაციული მეთოდი. დამსწრე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა  დაესვათ კითხვები დღესდღეობით პოპულარულ ტრანსფორმაციულ ტრენინგებთან და მეთოდებთან დაკავშირებით.