წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

5 თებერვალი 2020

5 თებერვალს, კავკასიის უნივერიტეტმა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალ სალომე ბენიძეს უმასპინძლა. ავტორმა საკუთარი რომანიდან „ქალაქი წყალზე“ ამონარიდები წაიკითხა, რის შემდეგაც წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ, ერთად აღნიშნონ წიგნის ხმამაღლა კითხვის დღე და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეხუთედ აღინიშნა. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld". მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიებაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი 31 მილიონზე მეტს აღწევს.  

 

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში ღონისძიება წელს მესამედ გაიმართა.