მწერლის დღე - ოთარ ჭილაძის შემოქმედება

9 აპრილი 2024

8 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შედგა ღონისძიება: მწერლის დღე - ოთარ ჭილაძის შემოქმედება.  მოწვეულმა მკვლევარმა,  ფილოლოგიის დოქტორმა ადა ნემსაძემ (თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი) ისაუბრა ოთარ ჭილაძის პროზის ძირითად კონცეპტებზე; მან გადარჩენის, ადამიანის უმთავრესი მისიისა და ამქვეყნიური მოვალეობის შესახებ მწერლის შეხედულებები გააანალიზა სხვადასხვა რომანის მიხედვით; ყურადღება გაამახვილა პიროვნული (ფსიქოსოციალური), ეროვნული, სოციალური იდენტობის პრობლემებზე, მათი დადგენის მნიშვნელობაზე - ზოგადად, პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველზე.

 

ოთარ ჭილაძის შემოქმედებაზე აკადემიური ინფორმაციის მოსმენა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა (ქეთევან ვაჩეიშვილი და  ელენე ჯაფარიძე იყვნენ ინიციატორები) დისკუსიის დროს დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა და აუდიტორიამ მოისმინა მკვლევრის არგუმენტირებული პასუხები.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ (ავტორი - პროფესორი მარიამ მანჯგალაძე) - ფარგლებში გამართა, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ქართველურ ენათა და დიალექტთა შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება.