ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამა - WSET level 2

4 მაისი 2022

ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა კავკასიის უნივერსიტეტმა WSET level 2-ის პროგრამა დაიწყო.

სასწავლო კურსი გახსნა მარანი ხეცურიანის დამფუძნებელმა შალვა ხეცურიანმა. 

 

კურსს უძღვება საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი, WSET-ის კურსის სერტიფიცირებული ტრენერი გიორგი დარციმელია.

 

კურსზე მსმენელი შეისწავლის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ღვინის ხარისხზე. ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონები, ვაზის ჯიშები, ღვინოები და მათი მახასიათებელი არომატები.

 

კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელს მიენიჭება საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაცია WSET level 2 და გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.

 

WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა, რომელიც შექმნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე - პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.