კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის (საფრანგეთი) ერთობლივი პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა სტუდენტს ანიჭებს კავკასიის ბიზნესის სკოლის და რენის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტში.
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველ და მეორე წელს საქართველოში სწავლას, ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ, ხოლო მესამე წელს სტუდენტი სწავლას აგრძელებს რენში, საფრნაგეთში.
პროგრამის უნიკალური მხარეები:
- ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
- პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში;
- უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორები.
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში (184 კრედიტი, 64 კრედიტს სტუდენტი აგროვებს რენის ბიზნესის სკოლაში).
საერთაშორისო რეიტინგები: